ისპანახი ნიგვზითა და ძმრით

1 კგ ისპანახი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, 1 ცალი ბროწეული, კამა, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებული მასა ავურიოთ გამზადებულ ისპანახში, ფრთხილად შევურიოთ ბროწეულის მარცვლები, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და დაჭრილი ქინძით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...