ისპანახი ზეთითა და ნიგვზით

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ღვინის ძმარი, წიწაკა, ქინძი, მარილი – გემოვნებით.

ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ ერთად და გავხსნათ ღვინის ძმრით. მოხარშულ ისპანახს შევურიოთ გამზადებული ნიგვზიანი მასა, მოხრაკული ხახვი, ქინძი, ცოტა ზეთი, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...