ინდაურის ან ქათმის საცივი მეგრუკად

გასუფთავებული, გარევხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.ძალიან წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გარეცხილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ-დარიჩინთან და დაფნის ფოთლებთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპილით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სუნელები გავხსნათ საცივის წვენში და ავურიოთ ერთმანეთში. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებათ ინდაური ან ქათამი ჩავაწყოთ საცივის წვენში, 5-10 წუთი წამოდუღების შემდექვაი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელი ყვავილთან ერთად ძალიან წნინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.

მასალა: ინდაური ან ქათამი

ხახვი-300გრ

ნიორი, ხმელი სუნელი,

ნიგოზი-3-4ჩაის ჭიქა

პილპილი, მწვანილი, ძმარი, ზაფრანა,

ფქვილი-2სუფრის კოვზი

მიხაკი, დარიჩინი, დაფნის ფოთოლი,

კვერცხი-2ცალი

მარილი-გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...