ინდაურის ან ქათმის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი,

დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევგდათ აირღუმელში შესაწვავად.

ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხახვი, როცა ოდნავ გავარდისფერდება ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკებ მანქანაში კარგად გავატაროთ. ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგიზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვადენთ. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი,დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად. ორი

კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან ვურიოთ რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებათ დაჭრილი შემწვარი ინდაუღი ან ქათამი და წამოდიღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი მოვასხათ.

მასალა

ინდაური ან ქათამი

მიხაკი-3-4ცალი

ნიგოზი-500გრ

ნიორი-4კბილი

ხახვი-4-5თავი

ძმარი-1სუფრის კოვზი

ზაფრანა-2ჩაის კოვზი

ნახარში წვენი-10 ჩაის კოვზი

უცხო სუნელი-4ჩაის კოვზი

მარილი, წიწაკა-გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...