თევზი ბერძნულად

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ.თევზის ფილე,

2 ს/კ ლიმონის წვენი,

4 ს/კ ზეთი,

2 თავი ხახვი,

1 კბილი ნიორი,

2-3 პომიდორი (შეგვიძლია შევანაცვლოდ 2 ს/კ ტომატ–პასტით),

2 ს/კ უკურკო ზეთისხილი, 1 კონა მწვანილი,

თეთრი პური შესაბრაწად,

2 ს/კ კარაქი,

მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

80-100-გრამიან ნაჭრებად დაჭრილ თევზს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ზეთში შეწვით დაჭრილი ხახვი და ნიორი, გადმოიღეთ და დარჩენილ ცხიმში შებრაწეთ თევზის ნაჭრები, მზა თევზს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მოაწყეთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ დაჭრილი ზეთისხილი.

დაბრაწეთ კარაქში პურის ნაჭრები და მიიტანეთ თევზთან ერთად.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...