ვაშლის ღვეზელი (1)

200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, კოვზით გაასწორეთ თანაბრად, წაუსვით ვაშლის ხილფაფა, ზემოდან დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.

მასალა:

მცენარეული მარგარინი – 200 გ.

შაქრის ფხვნილი – 2 ჩაის კოვზი

პურის ფქვილი – 3-3,5 ჩაის ჭიქა

წყალი – 2 ჩაის ჭიქა

სოდა – 2 ჩაის კოვზი

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

ვაშლი – 1 კგ.

შაქრის პუდრა – მოსაყრელად

ვანილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...