ეგზოტიკური პომიდვრები

ინგრედიენტები: 10ც. საშუალო პომიდორი (ისეთი, რომ კარგად გამოიშიგნოს) 300გრ. ყველი, 200გრ. სოკო, 200გრ. ლორი ან კარგი ძეხვი, 100გრ. ზეთის ხილი, 100გრ. მაიონეზი, 30გრ. ზეთი, 1-2 თავი ხახვი, პილპილი. მომზადების წესი: კარგად გამოვშიგნოთ პომიდვრები, გავხეხოთ ყველი, დავჭრათ პატარა ნაჭრებათ: ლორი, სოკო, ზეთის ხილი, ხახვი , შეურიოთ გახეხილ ყველში, დაუმატოთ მაიონეზი, ზეთი, პილპილი, მარილი გემოვნებით და კარგად მოურიოთ. შეზავებული მასა ჩავტენოთ გამოშიგნულ პომიდვრებში და შევდგათ ღუმელში 10-15 წუთით. სუფრაზე მისატანად შეგვიძლია გავაფორმოთ სალათის ფოთლებით. (შეიძლება მიიტანოთ შემწვარ კარტოფილთან ერთად ერთ დიდ თეფშზე).

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...