გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი ხმელი სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი ან ბროწეულის წვენი, მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

საჭირო მასალა:

» კუჭმაჭი _ 1 კილო

» ხახვი _ 3 თავი

» ნიგოზი _ 2 ჩაის ჭიქა

» ქონდარი _ 6 ძირი

» ნიორი _ 2 კბილი

» ბროწეული _ 1 ცალი

» წიწაკა _ გემოვნებით

» ზაფრანა _ გემოვნებით

» სუნელი _ გემოვნებით

» ქინძი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4

Share on Facebook
Facebook
Share this...