გოგრა ნიგვზითა და შაქრით

500-700 გრ გოგრა, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1/4 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრი.

გოგრას მოვაცილოთ კანი და თესლი, დავჭრათ, მოვათავსოთ მდუღარეწყლიან ქვაბში, დავახუროთ სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 15-20 წუთი. ნიგოზი დავნაყოთ, დავამატოთ შაქრის პუდრი და ავურიოთ. თბილ, ადუღებულ წყალში გავხსნათ თაფლი და ორი სუფრის კოვზი შაქრის პუდრი. მოხარშული გოგრა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, გადავიტანოთ თეფშებზე, წავუსვათ გამზადებული ნიგოზი, მოვასხათ თაფლის ვაჟინი. მაგიდასთან მივიტანოთ ცივი.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...