გელაქნური წვენით

გელაქნური მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. ცალკე ქვაბში ჩავასხათ 3-4 ჩაის ჭიქა წყალი, დავუმატოთ შინდის ჩურჩა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი და ვადუღოთ. მოხარშული გელაქნური თეფშზე დავაწყოთ და ზედ დავასხათ გამზადებული საწებელი.

მასალა:

გელაქნური – 1 კილოგრამი

შინდის ჩურჩა – 1 ჩაის ჭიქა

ხახვი – 2-3 თავი

დანაყილი ნიგოზი – 4 სუფრის კოვზი

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...