გამომცხვარი ბადრიჯანი ყველით

მასალა:

ბადრიჯანი – 1 ცალი

პარმეზანი – 50 გ

მოცარელა – 50 გ

პომიდორი – 5–6 ცალი

ნიორი – 1 კბილი

ნიახური – 1 ძირი

ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ბადრიჯანი რგოლებად დაჭერით, მოაყარეთ ცოტა მარილი და თუშფალანგზე დატოვევთ 1 საათით. მოცარელა და პარმეზანი გახეხეთ. პომიდორი გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით. ტაფაში ცოტა ზეთი გააცხელეთ და მოშუშეთ ნიორი, ნიახური და პომიდორი. შეაზავეთ მარილით და პილპილით და ნელ ცეცხლზე 10–15 წუთი შუშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ბლენდერში გათქვიფეთ.

ბადრიჯანი ოდნავ გაწურეთ და ზეთში ორივე მხრიდან მობრაწეთ. გამოსაცხობი ფორმის ძირში პარმეზანი და მოცარელა მოაფინეთ, ზემოდან მოასხით პომიდვრის სოუსი, დაადეთ ბადრიჯნები, შემდეგ ისევ ყველი, სოუსი, ბადრიჯანი და ა.შ. ბოლო ფენა ყველი უნდა იყოს. ფორმა წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და მანამ გამოაცხვეთ, სანამ ყველი არ შეწითლდება.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...