ბოზბაში გუფთით

კარგად გარეცხილი ცხვრის ან ბატკნის ხორცს გამოვაცალოთ რბილი ნაჭრები. ძვლები და დუმა ჩავდოთ ცალკე ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა დუმა მოიხარშება, წვენიდან ამოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ. წვენი გავწუროთ. გაწურულ ბულიონში ჩავყაროთ დაკეპილი დუმა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ბრინჯი, მარილი და ავადუღოთ. სანამ წვენი მოიხარშება მოვამზადოთ გუფთა შემდეგნაირად: რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ქინძთან ერთად, შევაზავოთ პილპილით, მარილით, დარიჩინით, კვერცხით და კარგად ავზილოთ. შეზავებული ხორციდან გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ დანაყილ ბრინჯში, სათითაოდ ჩავუშვათ მდუღარე წვენში და ვადუღოთ, სანამ გუფთა არ მოიხარშება.

მასალა:

ცხვრის ან ბატკნის ხორცი – ერთი კილოგრამი

დუმა – 100 გრამი

დანაყილი ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი

ხახვი – 4-5 თავი

კვერცხი – 1 ცალი

ქინძი – 3-4 ძირი

დარიჩინი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...