ბატკანი იტალიურად

შემადგენლობა:

ბატკნის ბარკალი – 1 ცალი,

ზეთი – 2 სუფრის კოვზი შეწვისათვის

და 1 სუფრის კოვზი – სოუსისთვის,

ხახვი – 4 თავი,

სტაფილო – 3 ცალი,

ნიახურის ფესვი – 2 ცალი,

პომიდორი – 2 ცალი,

ძეხვი “სალიამი” – 150 გრ,

კარაქი – 2 სუფრის კოვზი,

სოკო – 150 გრ,

წითელი ღვინო – 500 მლ,

ტომატის პასტა – 400 გრ,

მარილი, ოხრახუში,

მაცარონი,

ბოსტნეულის ბულიონის კუბურები – 600 მლ ბულიონისათვის.

მომზადება:

ხორცი გარეცხეთ და გაწმინდეთ, შეწვით შეწითლებამდე.

ხახვი, ნიახური და სტაფილო წვრილად დაკეპეთ, პომიდორი წვრილად დაჭერით. “სალიამი” დაჭერით მრგვალად. გაადნეთ კარაქი, მიამატეთ ზეთი, ჩაყარეთ ბოსტნეული. შეწვით 15 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. სოკო დაარჩიეთ, წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ბოსტნეულში, მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში, დაამატეთ “სალიამი”, ღვინო, ტომატ-პასტა, მარილი და ბოსტნეულის ბულიონი. მოთუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

ხორცი ჩადეთ გამზადებულ სოუსში, დააფარეთ თავსახური, მოთუშეთ ჰაერღუმელში 1700 ჩ ხორცის მზაობამდე. ამოიღეთ ბარკალი სოუსიდან.

სოუსში ჩაყარეთ მაცარონი (150 გრ), დაამარილეთ, მოურიეთ და ჩათუშეთ მაცარონის მზაობამდე.

ბატკანი დაჭერით. მიირთვით სოუსით და მაკარონით, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეალამაზეთ ოხრახუშით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...