ბატი ან იხვი შინდის ჩურჩით

გასუფთავებული ბატი ან იხვი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად ფარავდეს და დავდგათ ცეცხლზე. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, მერე დავამატოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კარგად გარეცხილი შინდის ჩურჩა და განვაგრძოთ დუღილი. როცა მზად იქნება, შევაზავოთ მარილით.

მასალა:

ბატი ან იხვი

ხახვი – 500 გრამი

შინდის ჩურჩა – 1 ჩაის ჭიქა

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...