ბადრიჯანი შემწვარი დუმით

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაცილოთ კანი და დავკეპოთ. ცხვრის დუმა ძალიან წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ მარილი, ავურიოთ, მოვათავსოთ ტაფაზე და შევწვათ ისე, რომ კარგად შეწითლდეს. დავუმატოთ გამზადებული ბადრიჯანი და მოვშუშოთ. მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

დუმა – 200-500 გრამი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...