ბადრიჯანი ნიგვზით

საჭირო პროდუქტი:

1-2 კგ. ბადრიჯანი

1,5-2 ჩიქა ნიგოზი

3-4 თავი ნიორი

3-3 ძირი ოხრახუში, ნიახური, რეჰანი,

ქინძი, ძმარი, წიწაკა, მარილი – თქვენი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ბადრიჯანს დავაჭრათ ყუნწები. დანით ღრმად დავსრისოთ. ჩავყაროთ ქვაბში და ვხარშოთ თავისივე წვენში. ამოვიღოთ, დავაწყოთ ლანგარზე და ზევიდან დავადოთ რაიმე მძიმე საგანი, რათა მაქსიმალურად გამოიწუროს წვენი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი და მწვანილი კარგად ავურიოთ და ამ მასით ამოვავსოთ ბადრიჯანი. დავალაგოთ თეფშზე და მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...