ბადრიჯანი ნიგვზით და ძმრით

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გავსეროთ სიგრძეზე ასე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, დავალაგოთ ლანგარზე, ზევიდან დავადოთ სიმძიმე, რომ ბადრიჯანი კარგად გაიწუროს. ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად. ზეთი გამოვხადოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ და შევინახოთ. დანაყილ ნიგოზში ავურიოთ: მარილი, ძმარი, ქინძი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, წიწაკა. ავიღოთ სათითაოდ ბადრიჯანი, გაჭრილი სიგრძეზე ამოვავსოთ მომზადებული ნიგვზიანი მასალით, ამოვავლოთ ამავე მასალაში და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე ან ლანგარძე. ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

ბადრიჯანი-1 კგ

ნიგოზი-1,5-2 ჩაის ჭიქა

ხახვი-3-4 თავი

მწვანილები-3-3 ძირი

მარილი, წიწაკა-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...