ბადრიჯანი აღმოსავლურად

ინგრედიენტები:

4 ულუფა

2 ბადრიჯანი

300 გ ცხვრის ხორცის ფარში

2 კბილი ნიორი

2 პამიდორი

40 გ მაგარი ყველი

50 გ კარაქი ან მარგარინი

პილპილი

მარილი

ოხრახუში მოსართავად

მომზადება:

1. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული. ცხვრის ფარშს შეურიეთ ბადრიჯნის დაჭრილი შიგთავსი, დანაყილი ნიორი, პილპილი და მარილი. მიღებული მასით ამოავსეთ ბადრიჯნები.

2. ზემოდან გაანაწილეთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი და გახეხილი ყველი. ბადრიჯნები მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში 30 წთ.

3. სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ოხრახუშით.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16

Share on Facebook
Facebook
Share this...