აჯაფსანდალი (მეორენაირად)

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ; ხახვი დავკეპოთ წვრილად; პამიდორს მოვაცილოთ კანი და დავჭყლიტოთ; რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე წიწაკა გავარჩიოთ, დავჭრათ წმინდად.

ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი. ასე გავიმეოროთ, სანამ მასალა გვეყოფა. დავასხათ ზეთი (ან ერბო), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.

მასალა:

ბადრიჯანი – 500 გრამი

ხახვი – 4-5 თავი

პამიდორი – 500 გრამი

კარტოფილი – 500 გრამი

მწვანილი – 4-4 ძირი

ზეთი (ან ერბბო) – 0,5 ჩაის ჭიქა

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...