ახალი თეთრი სოკო კვერცხით

ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად, მოვაჭრათ ძირები, თითოეული დავჭრათ, მოვშუშჴთ ძლიერ ცეცხლზე, კარაქში. ჩავამატოთ ცალკე კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, შევაზავოთ დაკეპილი ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, შავი პილპილით, მარილით. როცა მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გათქვეფილი კვერცხი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მასალა:

სოკო – 500 გრამი

კარაქი – 50 გრამი

კვერცხი – 2 ცალი

ხახვი – 2-3 თავი

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი, პილპილი – გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...