ალუბლის სიროფი (1)

1 კილოგრამი ალუბალი და 700 ცალი ალუბლის ფოთოლი გარეცხეთ, მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, დაასხით 7 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე. დუღილის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გააცივეთ და შემდეგ გაწურეთ. გაწურული წვენი 7 ლიტრი უნდა გამოვიდეს. თუ აკლია, შეავსეთ წყლით. შეურიეთ 7 კგ. შაქრის ფხვნილი და ადუღეთ 15 წუთი. დუღილის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ 6 ჩაის კოვზი ლიმონის სიმჟვე. მდუღარე ჩაასხით სუფთა ბოთლებში და მოუკარით თავი. შეინახეთ გრილ ადგილას.

მასალა:

ალუბალი – 1 კგ.

ალუბლის ფოთოლი – 700 ცალი

წყალი – 7 ლ.

შაქრის ფხვნილი – 7 კგ.

ლიმონის მჟავა – 6 ჩაის კოვზი

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...