ღვეზელები გამოძახებით

ღვეზელები  გამოძახებით ძალზე პოპულარული სერვისია საქართველოში.

ღვეზელები  გამოძახებით 599 06 91 51

ღვეზელების მრავალფეროვნება

ღვეზელები გამოძახებითსაქართველოში ცომეული ნამდვილად უყავრთ – ამაზე მეტყველებს ღვეზელთა ის მრავალფეროვნება, რომელსაც ქართულ კულინარიაში შეხვდებით. ჩვენი სამზარეულო არც ცომის მრავალფეროვან სახეობებს უჩივის და არც შიგთავსის სიმრავლეს. გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქართული გასტრონომიის წამყვანი ღვეზელი ხაჭაპურია, მთელი თავისი დიდებულებითა და უამრავი სახესხვაობით, მის შემდგომ ადგილს სავარაუდოდ ლობიანი იკავებს, რომელიც არანაკლებ პოპულარულია. მსოფლიოს წამყვან ღვეზელად კი თავისუფლად შეიძლება პიცა ჩაითვალოს, თუმცა მოდი ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ.

კარტოფილის ღვეზელი

კარტოფილის ღვეზელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ოჯახური ღვეზელია მთელს ქართულ კულინარიაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ბავშვობაში ყველას სიგიჟემდე გვიყვარდა, როცა დედა ან ბებია ფუმფულა ცომითა და მოხარშული კარტოფილით უგემრიელეს ღვეზელებს გვიცხობდნენ. თუ მისი დაგემოვნება მოგენატრათ, არ გაგისინჯავთ და გსურთ გასინჯოთ, ან უბრალოდ თავად მოამზადოთ, გთავაზობთ რეცეპტს:

რეცეპტის ინგრედიენტები

  • 500   გრამი ფქვილი
  • 112  ს/კ საფუარი
  • ზეთი შესაწვავად
  • 500   გრამი კარტოფილი
  • 1   თავი საშუალო ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 1   კბილი დაკეპილი ნიორი
  • წყალი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ.

წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ ზეთში ტაფაზე, მსუბუქად გადაბრაწვამდე.

ჩასრისეთ კარტოფილი. დაუმატეთ მოთუშული ხახვი, ნიორი, მარილი და პილპილი.

მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი – ფქვილით, წყლით, მარილით და საფუარით. ასაფუებლად დადგით თბილ ადგილას 1–2 საათით. შემდეგ 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. გამოჭერით თანაბარი ზომის წრეები.

გააბრტყელეთ თითოეული წრე და შუაგულში 2 ჩ/კ კარტოფილის პიურე მოათავსეთ. შეუკარით თავი, მსუბუქად გააბრტყელეთ. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. წვით ღვეზელები ორივე მხარეს. გემრიელად მიირთვით! 

ღვეზელები  გამოძახებით 599 06 91 51


მცხეთური ღვეზელი

რეცეპტი: ინგრედიენტები:

(დაახლოებით 10 ღვეზელის გასაკეთებლად)

  • 1 კგ. ფქვილი (800 გრ. ცომისთვის, დანარჩენი 200 გრ. მოსაზელად და მოსაპნევად)
  • 1 კვერცხი
  • 400 მლ. თბილი წყალი
  • 25 გრ. მშრალი აქტიური საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • ½ ლ. ზეთი

შიგთავსისათვის:

  • 500 გრ. შერეული ფარში (ღორის და საქონლის ხორცის)
  • 100 გრ. ბრინჯი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 2 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში (სურვილისამებრ)   

მომზადების წესი: ცომის მომზადება:

  • 1. დიდ თასში ჩაყარეთ 800 გრ. ფქვილი, დაამატეთ 25 გრ. საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 1 კვერცხი. შემდეგ დაამატეთ 400 მლ. თბილი წყალი და ურიეთ ხელით, სანამ ცომის გუნდას არ მიიღებთ. შეახვიეთ, მოათავსეთ თბილ ადგილას და დატოვეთ ასე 1 საათით, რომ ამოვიდეს.
  • 2. მოაყარეთ დარჩენილი 200 გრ. ფქვილი და ზილეთ, სანამ საკმარისად არ გამკვრივდება. სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და მასზე ცომი პატარა გუნდებად დაყავით.

შიგთავსის მომზადება:

  • 1. წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ოდნავ არ შეიბრაწება.
  • 2. ტაფაზე დაასხით 40 მლ. ზეთი, დაამატეთ საქონლისა და ღორის ფარშის ნარევი, შავი პილპილი და უცხო სუნელი, ურიეთ ინტენსიურად, 5–6 წუთის განმავლობაში.
  • 3. მოხარშეთ ბრინჯი 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად. ჩაყარეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხორცი, 1 კვერცხი და ურიეთ კარგად შერევამდე.

ღვეზელის მომზადება:

  • 1. გააბრტყელეთ ცომის გუნდები. მოათავსეთ შიგთავსი ცენტრში თითოეულ მათგანზე, გადაკეცეთ და შეკარით.
  • 2. წვით 1 სმ. სიღრმის ცხელ ზეთში, სანამ არ შეიბრაწება. მიირთვით ცხელი.  

ღვეზელები  გამოძახებით 599 06 91 51

ნიგვზიანი ღვეზელი

გთავაზობთ უმარტივესი, გემრიელესი და რაც მთავარია ქართული ნიგვზიანი ღვეზელების მომზადების წესს:

ინგრედიენტები:

  • ნიგოზი
  • შაქარი
  • ვანილი
  • ცომი

მომზადების წესი

ნიგოზი გავატაროთ. დავამატოთ შაქარი, ცოტა ვანილი და კოვზით ავურიოთ ერთმანეთში.

ჩავდოთ შიგთავსი ცომში. მივცეთ ღვეზელის ფორმა და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.


ხორცის ღვეზელი

მაწვნისგან და მარგარინისგან გავაკეთოთ ჩვეულებრივი ცომი, გავყოთ შუაზე და ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ჟარონაზე.

ხახვი და ფარში მოვთუშოთ კარგად დავამატოთ მოხარშული გრძელი ბრინჯი, ფანტია, და ყველაფერი რომ მომზადდება და ცეცხლიდან გადმოვდგამთ შევაზავოთ მარილით, შავი წიწაკითა და ბლომად ტარხუნით, შემდეგ ეს მზა მასა თანაბრად გავანაწილოთ ცომზე, მეორე ნახევარი დავაფაროთ კარგად შევუკეცოთ ნაპირები, მოვუსვათ კვერცხის გული რათა კარგად დაიბრაწოს და შევდოთ გახურებულ აირღუმელში

წყარო: http://www.mzareuli.com/


გადასვლა >> 1.  კულინარია და სასმელები; 2. ფურშეტი, ქეითერინგი, საჭმელი გამოძახებით