ხორცის კუპატი

ავიღოთ გარეცხილი, მსუქანი ძროხის ხორცის, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოტ-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ რბილ წყალში 10-15 წუთი. განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და შეზავებული, დაკეპილი ხორცით გავტენოთ (30 სანტიმეტრი სიგრძით). თითოეული კუპატის თავი და ბოლო შევაერთოთ, ძაფებით შევკრათ და დავკიდოთ შესანახად. როცა დაგვჭირდება, შევწვათ ტაფაზე და სუფრაზე მივიტანოთ.

მასალა:

ძროხის ან ღორის ხორცი ან მათი ნარევი – 4 კილოგრამი

ხახვი – 5-6 თავი

ქონი – 200 გრამი

ნაწლავი – საჭირო რაოდენობის

პილპილი – 20-25 მარცვალი

კოწახური, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/