ძროხის ენა არაჟნით (ქართულად)

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 2 საათი. მოხარშული ენა ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავავლოთ ცივი წყალი, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად.

კარაქში კარგად მოვშუშოთ ხახვი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ენა, პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი (ან ტომატი), 5-10 წუთი დუღილის შემდეგ არაჟანი. შევაზავოთ ტარხუნით, ოხრახუშით, კამით, მარილით, პილპილით; ზემოდან მოვასხათ ღვინის ძმარში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. სუფრაზე მიტანისას ზევიდან მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.

მასალა:

ძროხის ენა – 1 ცალი

კარაქი – 100 გრამი

პამიდორი (ტომატი) – 400 გრამი (1 ჩაის ჭიქა)

კვერცხი – 3-4 ცალი

მწვანილი – 3-3 ძირი

ხახვი – 3-4 თავი

არაჟანო – 500 გრამი

ძმარი – 2 სუფრის კოვზი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/