ცხვრის ან ბატკნის ჩიხირთმა

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში, შიგ ჩავყაროთ გასუფთავებული, დაჭრილი ცხვრის ან ბატკნის ხორცი და ხახვიანად ვხრაკოთ 10-15 წუთი. როცა ხორცი მოიხრაკება დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და ვადუღოთ, სანამ კარგად მოიხარშება. დავუმატოთ დანაყილი ქინძი, მარილი, დარიჩინი. კვერცხები გავთქვიფოთ, გავხსნათ ძმარში, ჩავასხათ უკვე მომზადებულ წვენში და ვუროიოთ, რომ არ აგვეჭრას. შეიძლება დავამატოთ ყვითელი ყვავილის ნაყენი (ცივ წყალში დაყენებული)

მასალა:

ცხვრის ან ბატკნის ხორცი-1კგ

ხახვი-5 თავი

კვერცხი-4-5 ცალი

ქინძი, დარიჩინი, ძმარი, მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/