ჩანახი ქვაბში

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი ბადრიჯანი, ოთხად სიგრძეზე გაჭრილი კართოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა,დანაყილი ქინძის თესლი. ეს გუსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა. ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენაფენა, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კართოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კართოფილი, ხორცი, ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 10-15 წუთი ვშუშოთ. მარილს ყველაფერს ცალ-ცალკე ვაყრით შეწვის დროს.

საჭირო მასალა:

» ცხვრის ხორცი _ 1 კილო

» ხავი _ 5 თავი

» ნიორი _ 1 თავი

» დუმა _ 200 გრამი

» ბადრიჯანი _ 1 კილო

» პამიდორი _ 1 კილო

» კართოფილი _ 800 გრამი

» მწვანილი _ 3 ძირი

» წიწაკა _ გემოვნებით

» დანაყილი ქინძის თესლი _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4