შამფურზე შემწვარი ინდაურის საცივი

შამფურზე შემწვარი ინდაურის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინდაური ნახევრად მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ნელ ცეცხლზე, შამფურის ტრიალით. ნიგოზს დავუმატოთ გამხმარი ქინძის თესლი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, დავნაყოთ და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძი, წიწაკა, მარილი, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი, გავხსნათ ბულიონში, ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი, მიხაკ-დარიჩინი და ვადუღოთ ხუთი წუთი. შემდეგ ჩავაწყოთ შიგ დაჭრილი, შამფურზე შემწვარი ინდაური, ვადუღოთ ათი წუთი, დავუმატოთ ძმარი და ხუთი წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ, გადმოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ინდაური

ნიგოზი-3ჩაის ჭიქა

ნიორი-1-2კბილი

ხახვი-3-4თავი

წიწაკა, მარილი, მიხაკი, დარიჩინი,

ქინძის თესლი, ძმარი, ყვითელი ყვავილი,

ქინძი-2ძირი, მარილი-გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/