ყავისა და რძის ჟელე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

რძიანი ჟელესთვის: 2 ჩ/ჭ რძე, 3 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ჟელატინი, მწიკვი ვანილი. ყავის ჟელესთვის: 1 ს/კ ახლად დაფქვილი ყავა, 3 ს/კ შაქარი, 1 ჩ/ჭ წყალი, 1 ს/კ ჟელატინი.

მომზადების წესი:

ჟელატინი დაალბეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. რძიანი ჟელესთვის: შეურიეთ რძეში შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ვანილი, გააციეთ. გამდნარი ჟელატინის ნახევარი დაუმატეთ რძიან სითხეს. ყავიანი ჟელესთვის: მოხარშეთ ტკბილი ყავა, გადაწურეთ და შეურიეთ დარჩენილი გამდნარი ჟელატინი და გააციეთ.   ფორმებში ჩაასხით რძიანი ჟელეს ფენა, გააციეთ შედედებამდე, დაასხით ყავიანი ჟელე და კვლავ შეაგრილეთ შედედებამდე, მოქმედება გაიმეორეთ ისე რომ მიიღოთ რამდენიმე ფენიანი რძიანი და ყავიანი ჟელე. სუფრაზე გატანის წინ ამოღეთ ფორმიდან და გააფორმეთ ლიმონის გახეხილი კანით.

ულუფის რაოდენობა: 4.

წყარო: http://www.restaurant.ge