ღორის კუჭმაჭი

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით.

სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

მასალა:

კუჭმაჭი – 1 კილოგრამი

ღორის ქონი – 200 გრამი

ხახვი – 5-6 თავი

ქონდარი – 8-10 ძირი

ქინძი – 4-5 ძირი

მარილი, წიწაკა – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/