ღორის კუჭმაჭი

კარგად გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით.

სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

საჭირო მასალა:

» კუჭმაჭი _ 1 კილო

» ღორის ქონი _ 200 გრამი

» ხახვი _ 6 თავი

» ქონდარი _ 10 ძირი

» ქინძი _ 5 ძირი

» მარილი _ გემოვნებით

» წიწაკა _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4