ღანძილი

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ. ხუთი-ათი წუთი დუღილის შემდეგ გადავწუროთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და ერთი საათით ჩავყაროთ ცივ წყალში. გავწუროთ კარგად დაშევამზადოთ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ახალი ქინძით და მარილით. ზევიდან მოვასხათ ზეთი.

მასალა:

ღანძილი – 0,5 კილოგრამი

ზეთი – 30 გრამი

ქინძი, მარილი, ძმარი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/