ქამბალა ღვინის საწებლით

გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ ოხრახუში, ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, მარილი, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 25-30 წუთი. მოხარშული თევზი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონი გავწუროთ, სუფთა ქვაბში ჩავასხათ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. მერე დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მოხარშული თევზი ლანგარზე მოვათავსოთ, დავასხათ გამზადებული საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

მასალა:

ქამბალა – 1 კილოგრამი

სუფრის წითელი ღვინო – 2 ჩაის ჭიქა

წყალი – 2 ჩაის ჭიქა

ოხრახუში – 3 ძირი

ხახვი – 2 თავი

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

ქინძი – 2 ძირი

წყარო: http://www.mzareuli.com/