სალათები გამოძახებით

სალათები გამოძახებით საქართველოში საკმაოდ პოპულარული სერვისია.

სალათები

სალათები გამოძახებითსალათა – არის მსოფლიოში ერთ-ერთი მრავალფეროვანი და უნივერსალური კერძი. არსებობს კლასიკური ცივი და თანამედროვე „თბილი“ სალათები; ასევე რთული, რომელთა მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 1სთ და მეტი (მაგ: სალათა „შუბა“ ქაშაყით) და მარტივი სალათები „უცებ“ გასაკეთებელი, რომელთა მოსამზადებლად საჭიროა 30წთ-მდე (მაგ: სალათა „ცეზარი“ – ბოსტნეულის სალათა პომიდვრითა მწვანილით მზადდება დაახლოებით 15წთ-ში). სალათით გამასპინძლება შეიძლება საუზმის, სადილის ან ვახშმის დროს; სადღესასწაულო სუფრაზე ან ჩვეულებრივ დღეს. დიდი მნიშვნელობა აქვს სალათის სანელებლებს; არ შეიძინოთ მზა, ძალიან მარტივია სანელებლის დამოუკიდებლად გაკეთება. სალათის ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ყველა (ბოსტნეული, ხილი და მწვანილი) კარგად გარეცხილი.

სალათა დიდხანს არ უნდა დაყოვნდეს გამოყენებამდე (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას რეცეპტი ითვალისწინებს – მაგალითად: სალათა „შუბა ქაშაყით“. სალათის აწყობის შემდეგ მას ათავსებენ მაცივარში 2-3სთ, რათა ფენები გაიჟღინთოს მაიონეზით). სანელებლების გაკეთებაც აუცილებელია უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წვენი გამოუვიდეს და ცუდი ვიზუალი მიიღოს.

მსოფლიოს თითოეულ სამზარეულოში არსებობს სალათის აუცილებელი ინგრედიენტებისა და შედგენის წესები:

  • ეს არის განსაზღვრული სანელებლები, რომლებიც დამახასიათებელია იმ სამზარეულოსთვის, რომელსაც მიეკუთვნება მოცემული სალათა (მაგალითად: სტაფილო კორეულად – წვრილად და გრძლად დაჭრილი სტაფილო, გარკვეული სანელებლებით);
  • ეს არის სალათის ინგრედიენტების დაჭრის ფორმებიც (მაგალითად: იაპონური სალათი ბოლოკითა და სტაფილოთი, რომელშიც ინგრედიენტები იჭრება წვრილად და გრძლად სახეხის საშუალებით);
  • ასევე აუცილებელია სალათში გარკვეული პროდუქტების შემცველობა, რომლებიც ჭარბადაა მოცემულ ადგილებში;
  • ინგრედიენტების დამუშავების განსაზღვრული წესები (იაპონიაში უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურ პროდუქტებს, რომელთაც კულინარიული დამუშავებისთვის სჭირდებათ მინიმალური დრო. იტალიაში ეს არის პროდუქტების კულინარიული დამუშავება „ალ დენტეს“ მდგომარეობამდე – პროდუქტები მზადაა, მაგრამ არის ოდნავ უმი);
  • სალათის გაფორმება განსაზღვრული სამზარეულოსთვის სპეციფიკური წესებით

არ არსებობს სალათების მკაცრი კლასიფიკაცია, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა გამოყენებული ინგრედიენტების მიხედვით, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ.

სალათები გამოძახებით. სალათები ფურშეტისათვის


სალათების კლასიფიკაცია

ინგრედიენტების მიხედვით:

  • თევზის სალათა – შემადგენლობაში შედის თევზი; შეიძლება იყოს მოხარშული, შემწვარი ან დაკონსერვებული.
  • ხორცის სალათი – შემადგენლობაში შედის სხვადასხვა კულინარიული დამუშავების ხორცი (ხბოს, ფრინველის, ღორის, მოხარშული ენა), მაგ: მოხარშული, შემწვარი.
  • ზღვის პროდუქტების სალათა – სალათის ძალიან მრავალფეროვანი კლასიფიკაციაა. შემადგენლობაში შეიძლება იყოს კალმარი, რვაფეხა, მიდიები, კრევეტები – როგორც ცალ-ცალკე (მაგ: კალმარის სალათი), ასევე ერთად (მაგ: სალათი ზღვის პროდუქტებით ანუ შემადგენლობაში შედის კალმარიც, რვაფეხაც და სხვა).
  • ბოსტნეულის სალათა – სალათების ძალიან ხელმისაწვდომი კლასიფიკაციაა. შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ყველა შესაძლო ბოსტნეული.
  • ხილის სალათა – შედგება დაჭრილი ხილისგან (მაგ: მსხალი, ანანასი, ვაშლი, ყურძენი) და როგორც წესი წვენის, იოგურტის ან კეფირისგან.
  • კომბინირებული სალათა – ერთდროულად შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე კლასიფიკაციას. მაგალითად: სალათა ქათმით და ანანასით ან თევზი მწვანილით.

სალათების კლასიფიკაცია იმის მიხედვით, თუ რომელ კერძად უმასპინძლდებიან:

  • სალათა-აპერიტივი – აძლიერებს მადას, ძირითადი კერძის გამოტანამდე;
  • სალათა, რომელიც წარმოდგენილია როგორც ძირითადი კერძი;
  • დესერტის სალათა – რომელიც გამოაქვთ დესერტის დროს. როგორც წესი, ეს არის ხილის სალათა (მაგალითად: კუბიკებად დაჭრილი ანანასი და ბანანი, გამოტანამდე გაცივებული და ზემოდან მოსხმული ათქვეფილი ნაღებით);
  • დამატებითი სალათა – რომელიც ავსებს ძირითად კერძს. მაგალითად: ახალი ბოსტნეულის სალათა გამოაქვთ ხორცით მომზადებულ ძირითად კერძთან.

რამდენიმე წესი სალათის მოსამზადებლად

  • ახალი ბოსტნეულის სალათა მზადდება უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ;
  • მოხარშული ბოსტნეულის სალათისთვის – ბოსტნეული იხარშება კანიანად (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი);
  • სალათისთვის მოხარშული ბოსტნეული ინახება გაუფცქვნელი და ვწმენდთ უშუალოდ მომზადების წინ;
  • თუ სალათის შემადგენლობაში შედის სწრაფადგაყინვადი ბოსტნეულები, არ ვალღობთ, არამედ ვხარშავთ მათ დაახლოებით 10წთ;
  • სანელებლებს ვუკეთებთ და ვურევთ თასში და მხოლოდ შემდეგ გადაგვაქვს დიდ სასალათეში გასამასპინძლებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭურჭლის კიდეები იყოს სუფთა;
  • სანელებლები ყოველთვის გასინჯეთ ვიდრე სალათს გაუკეთებთ, ვინაიდან ცუდი სუნელი გააფუჭებს მთლიან სალათას;
  • ჭარხლისა და მწვანე ბარდის გარდა ყველა ბოსტნეული იხარშება მარილიან წყალში;
  • სალათას მარილს უკეთებენ უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ;
  • ოხრახუშს ავლებენ ცხელ წყალში, ამით ის ხდება უფრო არომატული;
  • დამჭკნარი სალათის ფურცლების გასაახლებლად გააჩერეთ თბილ წყალში დაახლოებით 15 წთ;
  • დამჭკნარი კამა, ნიახური, ოხრახუში კვლავ გაახლდება თუ 1სთ გააჩერებთ ძმრიან წყალში;
  • თუ გსურთ რამდენიმე დღე შეინახოთ ახალი ოხრახუში, კამა ან პიტნა – ჩააწყვეთ მჭიდროდ დახურულ მშრალ კონტეინერში.

სალათა არის არა მხოლოდ საჭმელი, არამედ სუფრის მოსართავიც, ამიტომ ყურადღება უნდა დავუთმოთ მის გაფორმებას სუფრაზე გატანს წინ. ჩვეულებრივ, სალათის მოსართავად იყენებენ მასში შემავალ ინგრედიენტებს ან მათ, რომელიც შეესაბამება მის გემოს. სალათა შეიძლება გაიტანოთ არა მხოლოდ სასალათეთი, არამედ:

  • რომბისებურად დაჭრილ პურის ნატეხზე სერვირებული;
  • რომელიმე ბოსტნეულის შიგთავსის სახით (მაგალითად: ფრთხილად მოვჭრათ პომიდორს თავი, ამოვიღოთ შიგთავსი ჩაის კოვზით და შიგნით ჩავდოთ სალათა – სალათა „ფარშირებული პომიდორი“ კომბოსტოსა და ყველის შიგთავსით;
  • მწვანე სალათის ფურცელზე;
  • ლორის ან ძეხვის ნაჭერზე.

სალათები გამოძახებით. სალათები ფურშეტისათვის

ქათმის სალათი

ქათმის ფილე მოვხარშოთ, დავსეროთ და წავუსვათ დაჭყლეტილი ნივრისგან, მარილისგან, წიწაკისგან,ქონდრისგან და ზეთისგან დამზადებული საწებელი და შევწვათ კარგად! გავატაროთ ნიგოზი, ქინძი, 1თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, ჟაშკვლავი და ოხრახუში. შევაზავოთ მარილით წიწაკით და 2 სუფრის კოვზი შავი ღვინით. დავწეწოთ შემწვარი ქათამი და და ავურიოთ ნიგვზის ნაზავი. უგემრიელესი სალათია. გავაფორმოთ ზეთისხილებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

გადასვლა >> კულინარია; სალათები ფურშეტისათვის