სატაცური ნიგვზით

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში.

მასალა:

სატაცური – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2-3 კბილი

ქინძი – 3-4 ძირი

მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/