სალათი მაკედონიურად

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

2 ც. კიტრი, 2 ც. პომიდორი, 300 გრ. ტკბილი წიწაკის მჟავე, 150 გრ. ყველი “ბრინზა”, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი დაფქული პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

კიტრი და პომიდორი დაჭერით რგოლებად, ტკბილი წიწაკა ღერებად, ზეთი ათქვიფეთ მარილით და პილპილით. სუფრაზე გატანის წინ ბოსტნეული ჩადეთ სასალათეში, ფენებშორის მოაყარეთ დაფშვნილი ყველი, მოასხით მომზადებული ზეთის ნაზავი და გააფორმეთ მწვანილით.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/