სალათი ვირთევზას ღვიძლითა და ბრინჯით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ქილა დაკონსერვებული ვირთევზას ღვიძლი, 180 გრ. ბრინჯი, 3-4 ც. პომიდორი, 200 გრ. ხახვი, 3 ც. მოხარშული კვერცხი, 100 გრ. მწვანე ბარდა, 3 ც. მჟავე კიტრი, კამა ან ოხრახუში.

გასაფორმებლად: მარილი, დაფქული პილპილი, 60 გრ. მწვანე სალათის ფოთლები.

მომზადების წესი:

ბრინჯი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში(წყალი უნდა აღემატებოდეს ბრინჯს 6-ჯერ). მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ და გააცივეთ. ხახვი, პომიდორი და კიტრი დაჭერით თხელ რგოლებად, სალათის ფოთლები გრძელ ზოლებად. კვერცხი და ვირთევზას ღვიძლი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ მწვანე ბარდა, ბრინჯი და დაჭრილი ბოსტნეული. შეანელეთ მარილით, პილპილით, დაჭრილი მწვანილით, ვირთევზას ღვიძლის კონსერვიდან წვენით და ფრთხილად ამოურიეთ.  სალათი ჩადეთ სასალათეში, მორთეთ სალათის ფურცლებით, კვერცხისა და პომიდორის ნაჭრებით.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 30 წუთი

წყარო: http://www.restaurant.ge