მაკარონი ლობიოთი

400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 200 გრ თეთრი ლობიო, 800 მლ წყალი, 200 გრ მოშუშული ხახვი, 50 გრ ტომატ-პიურე, 80 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით.

სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი # 17).

გადარჩეული და გარეცხილი ლობიო დავალბოთ (5 საათი) ცივ წყალში და მოვხარშოთ. შევურიოთ მოხარშული მაკარონი, ლობიო, კარაქში მოშუშული თავი ხახვი და ტომატ-პიურე; გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე. მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

წყარო: http://www.mzareuli.com/