კუჭმაჭი ნიგვზით

საქონლის კუჭმაჭი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ. დაჭერით წვრილად. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკაზმით. მასალა: 1-კგ. კუჭმაჭი, 3 კბილი-ნიორი, 1თავი-ხახვი, 1 ცალი-ბროწეული, 1 ჩ.კ – ქონდარი, 1/2ჩ.კ.-უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, თითო ჩაის კოვზი-ხმელი ქინძი, 2 ძირი-ნედლი ქინძი, მარილი გემოვნებით.

წყარო: http://www.mzareuli.com/