კომბოსტო ნიგვზით

კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ.

ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი კარგად დავნაყოთ, ნიგვზიდან გამოვადინოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, ომბალო, ავიღოთ კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ, თითოეულში გავახვიოთ მომზადებული ნიგვზის სატენი (პატარ-პატარა ტოლმების მსგავსად), დავალაგოთ თეფშზე და ზევიდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოწურული ზეთი.

ეს ფხალი შეიძლება მომზადდეს მეორენაირადაც.

მოხარშული კომბოსტოს ფოთლები დავჭრათ წვრილად, ავურიოთ ნიგვზის სატენში, გადავიტანოთ ლანგარზე და ზევიდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოწურული ზეთი.

მასალა:

კომბოსტო – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა

ნიორი – 2-3 კბილი

მწვანილი – 3-3 ძირი

წიწაკა, მარილი, ძმარი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/