კიბორჩხალი ნიგვზის სატენით

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი; მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურუიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა.

სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი.

საჭირო მასალა:

» კიბორჩხალა _ 20 ცალი

» ნიგოზი _ 200 გრამი

» ქინძი _ 1 ჩაის კოვზი

» დარიჩინი, მუსკატის კაკალი _ 0,5 ჩაის კოვზი

» მწვანილი _ 200 გრამი

» მარილი გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4