ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ გაწურული ისპანახი, დავასხათ კიდევ ზეთი და მოვხრაკოთ. შევანელოთ ქინძით, ოხრახუშით, კამით, პილპილით, მარილით.
მასალა:
ისპანახი – 1 კილოგრამი
ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი
ხახვი – 3-4 თავი
მწვანილი – 3-3 ძირი
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
…
წყარო: http://www.mzareuli.com/