ისპანახის გულსართი

2 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 100 გრ ზეთი, წითელი წიწაკა, მარილი-გემოვნებით.

ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით.

წყარო: http://www.mzareuli.com/