ვარია ნიგვზის საწებლით, მეგრულად

გასუფთავებულ, გარეცხილ ვარიას ჩავუწყოთ მუცლის ღრუში შიგნეული და ფეხები, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ნელა ვატრიალოთ და ხანგამოშვებით წავუსვათ გამდნარი კარაქი (ვარია შეიძლება შეიწვას ჩვეულებრივ ტაფაზეც – ტაბაკად). როცა მზად იქნება დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ მზა ბაჟა, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: ნიგოზი, პიტნა, ქინძი, კამა, წიწაკა დავნაყოთ ერთად, რაც შეიძლება წმინდად. ყველაფერი ეს გავხსნათ ბროწეულის წვენში, მივუმატოთ დაკეპილი ხახვი, მარილი; ცოტა ხნით დავახუროთ სახურავი. სუფრაზე მივიტანოთ იმავე ჭურჭლით.

მასალა:

ვარია

ნიგოზი – 100 გრამი

მწვანილი, ბროწეულის წვენი, ხახვი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/