ბოლოკის ფოთლის ფხალი

გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ბოლოკის ფოთოლი შევაგრილოთ და მერე ხელით გავწუროთ.

ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ზაფრანასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, კარგად ავურიოთ და მიღებული ნიგვზის მასაში ავურიოთ მოხარშული, გაწურული ბოლოკის ფოთოლი. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ბოლოკის ფოთოლი – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ნიორი – 3-4 კბილი

წიწაკა, ქინძჳ, ზაფრანა, ხახვი, ძმარი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/