ახალი ქამა სოკო იმერულად

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მოვაცილოთ უვარგისი ნაწილები, მოვაჭრათ ძჳრები, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ კარაქში (ძლიერ ცეცხლზე). თავის წვენს რომ შეიშრობს, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. როდესაც კარგად მოიხრაკება, შევანელოთ მარილით, დაფქვილი შავი პილპილით, დაკეპილი ახალი ქინძით, კამით ოხრახუშით. ბოლოს ჩავუმატოთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ხახლი კამა.

მასალა:

სოკო – 500 გრამი

კარაქი – 50 გრამი

მწვანე ხახვი – 6-7 ძირი

ნიგოზი – ¾ ჩაის ჭიქა

მწვანილი – 3-3 ძირი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/