ახალი კარტოფილი კვერცხით

ახალი კარტოფილი გავრეცხოთ და დავადგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, გადავწუროთ, გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. მოვაყაროთ შავი პილპილი, შევაზავოთ და მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან გადავასხათ რძესთან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა.

მასალა:

კარტოფილი – 500 გრამი

ხახვი – 1-2 თავი

კარაქი – 50 გრამი

კვერცხი – 3 ცალი

რძე – 50 გრამი

მწვანილი – 4-4 ძირი

პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/