ანდალუზური ფორთოხლის სალათა

მოსამზადებლად  დაგჭირდებათ:

პრასი – 1 ფოჩი ან ხახვი – 1 თავი, შებოლილი ორაგული – 150 გრ, ფორთოხალი – 3 ცალი, ზეთისხილი – 100 გრ, ნიგოზი – 50 გრ, არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი, შერი – 1 სუფრის კოვზი, ფორთოხლის წვენი – 1 სუფრის კოვზი, მწარე წიწაკის საწებელა – რამდენიმე წვეთი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

პრასი დაარჩიეთ, თეთრი ნაწილი დაჭერით მრგვლად. ორაგული დაჭერით გრძელ, წვრილ ნაჭრებად. ფორთოხალი გაფცქვენით, დაშალეთ მარცვლებად და მოაშორეთ კანი.

ზეთისხილი დაჭერით წვრილ, მრგვალ ნაჭრებად. ნიგოზი დაკეპეთ. მომზადებული კომპონენტები ერთად მოათავსეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

არაჟანი, მაიონეზი, შერი და ფორთოხლის წვენი ათქვიფეთ, დაამარილეთ და შეკაზმეთ წიწაკიანი საწებლით. დაასხით სოუსი სალათას და ფრთხილად ამოურიეთ.

4 ულუფა; მომზადების დრო – 30 წუთი.

წყარო: http://www.restaurant.ge