ლობიო გამოძახებით

ლობიო გამოძახებით პოპულარული სერვისია საქართველოში.

ლობიო გამოძახებით 599 06 91 51

ლობიოს კერძები

ლობიო გამოძახებითლობიო უნიკალური პროდუქტია. მიიჩნევა, რომ პარკოსანი მცენარეები ცხოველური ცილისა და ცხიმების საუკეთესო ჩამნაცვლებლები არიან, გარდა ამისა ცხოვრელურ პროდუქტებზე ბევრად იაფი და ხელმისაწვდომები. არ ვიცი, ამ ფაქტს უნდა მიეწეროს, თუ უბრალოდ ლობიოს ძალზედ ნოყიერ, სასიამოვნო გემოს, მაგრამ საქართველოში ლობიოსგან დამზადებული უამრავი კერძი გვაქვს და უნდა ვაღიაროთ – რომ ძალიანაც გვიყვარს ისინი. ყავისფერი თუ მწვანე ლობიო – დღეს დღეობით ორივე ძალიან აქტუალურია. მწვანე ლობიოს კერძებს, როგორც წესი ზაფხულში ამზადებენ, როცა ლობიო ქორფა და ნაზია. რაც შეეხება ყავისფერ ლობიოს, ის თითქმის ყველა სეზონზე აქტუალურია.

ყავისფერ ლობიოს ამზადებენ რამდენიმენაირად: ამოლესილი, ე.წ. ბაკლად, ტომატით, ნიგვზით, ბროწეულითა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ყავისფერ ლობიოსთან ხშირად მიირთმევენ სხვადასხვა სახის მჟავეებსა და მწნილს, რადგან ისინი ლობიოს მსუყე გემოს ანეიტრალებს და იდეალურ ბალანსს ქმნის.

მწვანე ლობიო ხშირად მზადდება როგორც კარტოფილის, ისე მხალეულის თანხლებით. ზოგჯერ ამზადებენ სალათის ფორმითაც.

ტრადიციები

ალბათ მეტყვით, რომ ლობიოს კერძებს შორის ყველაზე მთავარი – ლობიანი გამოვტოვე, თუმცა სულაც არა! საქართველოში მეტად პოპულარული ლობიოს ღვეზელი მხოლოდ თავისი სიგემრიელით კი არა, მასთან დაკავშირებული ტრადიციითაც არის ცნობილი. 17 დეკემბერი, რომელიც წმინდა ბარბარეს ხსენების დღეა, წარმოუდგენელია ლობიანის გარეშე, რომელიც თავისმხრივ მზის სიმბოლოა. ტრადიციულია ასევე ყავისფერი ლობიოც, ალბათ არ არსებობს ადამიანი ვისაც არ სმენია ე.წ. ქელეხის ლობიო ან ერთხელ მაინც არ დაუგემოვნებია ქართულ ჭირის სუფრაზე ჩამოტარებული ეს კერძი. საუკეთესო შემთხვევაში მზადდება რამდენიმე სახის ლობიო – ამოლესილი, რომელიც იხარშება მწვანილთან, პრასთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად. იმერეთსა და გურიაში უმატებენ ტყლაპს ან ბროწეეულის წვენს, ხოლო სამეგრელოში კი ამ ინგრედიენტს ტომატით ანაცვლებენ. მზადდება ტრადიციული ნიგვზიანი ლობიო  როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით. 

ლობიო გამოძახებით 599 06 91 51


წითელი ლობიო ტომატით 

ინგრედიენტები:

1   კგ. წითელი ლობიო

2   თავი ხახვი

3   კბილი ნიორი

2   ს/კ ტომატ-პასტა

დაფქვილი წითელი წიწაკა

დაფქვილი ქონდარი

3   ცალი დაფნის ფოთოლი

ცოცხალი ქინძი და ნიახური

ცოცხალი ოხრახუში და კამა

2   ღერი პრასი

მომზადების წესი:

ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. პირველი წყალი გადავღვაროთ. დავასხათ ახალი და დავაცადოთ მოხარშვა.

როდესაც ლობიო მოიხარშება, კარგად ამოვლესოთ (ამოვზილოთ) თავისსავე წყალში. თუ გვინდა, რომ სქელი გამოვიდეს, ცოტა წყალი გადავუღვაროთ. თუ არა მაშინ დავტოვოთ ისე, როგორც არის.

ზეთიან ტაფაში კარგად მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ ტომატ პასტა. ამოვურიოთ და ვუქნათ ლობიოს.

დავამატოთ ლობიოს დაფქული წიწაკა და ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავაჭრათ ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა და პრასი. 5 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე.

შემდეგ დავამატოთ მარილი და ჩვენი გემრიელი ლობიოც მზად არის. გემრიელად მიირთვით! 

ლობიო გამოძახებით 599 06 91 51


მწვანე ლობიო 

ინგრედიენტები:

მწვანე ლობიო – დაახლ. 1 კგ

ხახვი – 1 საშუალო ზომის თავი ან 8-10 ცალი მწვანე ხახვი

კარტოფილი – 2 ცალი, მოზრდილი ზომის

ზეითუნის ზეთი – დაახლ. 100 მლ

წყალი – 200 -250 მლ

ქინძი (ცოტა), ოხრახუში, ქონდარი (შეგიძლიათ ხმელი ქონდარიც გამოიყენოთ)

მარილი

ძირა 1/4 ჩ.კ. და უცხო სუნელი 1/4 ჩ.კ.  (არ არის სავალდებულო)

მომზადების წესი:

გაარჩიეთ მწვანე ლბიო – მოატეხეთ წვერები და გააცალეთ ე.წ. ფხები (თუ აქვს). დატეხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. დაჭერით ხახვი და კარტოფილი და მოათავსეთ ლობიოს ზემოდან.

შემდეგ ზემოდან მოასხით ზეთი და დაახლ. 200 მლ. წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ – თუ წყალი დაიშრო, შეგიძლიათ დაამატოთ.

ლობიო კარგად რომ ჩაიშუშება (დაახლოებით 30 წუთის შემდეგ), დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და მარილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სულ ცოტა ძირა და უცხო სუნელი. კარგად მოურიეთ, 2 წუთი დატოვეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ.

ქვაბში გააჩერეთ ლობიო 7-10 წუთის განმავლობაში, სანამ სუფრაზე მიიტანთ.

სხვათაშორის, ეს კერძი გაცილებით გემრიელია მეორე დღეს.


ამოლესილი კაკალი ლობიო

ლობიო მალე რომ მოიხარშოს, მთელი ღამით დატოვეთ ცივ წყალში, დილით წყალი გადაწურეთ, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად. თუ ხარშვის პროცესში წყალი ჩაშრება, დაუმატეთ ცივი (და არა ცხელი). ნახევრად მოხარშულ ლობიოს შეურიეთ დაჭრილი ნიახური, პრასი, ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. როცა ლობიო კარგად მოიხარშება, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი (შეგიძლიათ იხმაროთ ხმელი ქონდარიც), რეჰანი და 1-2 წუთის შემდეგ კარგად ამოლესეთ ხის კოვზით. შეაზავეთ ძმრით და მარილით. თუ გსურთ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზიც.

ამოლესილი ლობიო გემრიელია მჭადთან და მწნილებთან ერთად.

მასალა:

  • ლობიო – 500 გ.
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
  • მარილი, ძმარი – გემოვნებით
  • პრასი – 2-3 ძირი
  • ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, ნიახური, რეჰანი – თითო კონა

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm


გადასვლა >> 1.  კულინარია და სასმელები; 2. ფურშეტი, ქეითერინგი, საჭმელი გამოძახებით

..