გამამხნევებელი ხილის დესერტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ერთი პორციისთვის საჭირო ინგრედიენტები:

1 კივი,
1 სუფრის კოვზი 35%–იანი ნაღები,
1 ფორთოხალი,
1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი,
5 მარწყვი,
ვანილი.

მომზადება: 1. ხილი დავჭრათ და ჩავალაგოთ ვაზაში, ზემოდან გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღებით.
2. ნაღები რაც უფრო ცივია, მით უფრო კარგად ითქვიფება.
3. ნაღებს დავუმატოთ შაქარი, ვანილი.
4. ათქვეფილი ნაღები უნდა მოვამზადოთ სუფრაზე მიტანის წინ, იმიტომ რომ მისი შენახვა სამ საათზე მეტ ხანს არ არის რეკომენდირებული.