შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო; წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ნიგოზი – 1 ,5 ჩაის ჭიქა

ხახვი – 2-3 თავი

ნიორი – 2-3 კბილი

მწვანილი – 4-4 ძირი

ძმარი – 2 სუფრის კოვზი

მარილი, პილპილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/